1. საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.
2. თუ მოწმე, ექსპერტი და სპეციალისტი არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ გამოაქვს განჩინება სასამართლო განხილვის გაგრძელებისა და გამოუცხადებელ პირთა მიმართ ზომების მიღების ან სასამართლო განხილვის გადადების შესახებ. სასამართლო განხილვა გრძელდება, თუ აღნიშნულ პირთა გამოუცხადებლობა ხელს არ უშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას.
3. სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
4. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია განიხილოს საქმე ან/და მიიღოს გადაწყვეტილება არასამუშაო დროს, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(180)
- საქმე №ას-1091-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
…გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას დაუსაბუთებლობის გამო და, თავის მხრივ, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება; 3.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 216.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით; 3.7. სააპელაციო პალატამ…
- საქმე №ას-1542-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
…მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტის შუამდგომლობას და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. 3.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 216-ე, 215-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არ არსებობს აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი, დაუსაბუთებელია შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების…
- საქმე №ას-1452-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.01.2025
…დავის განხილვის გაჭიანურებადაც იქნეს შეფასებული (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1203-1123-2017, 22 დეკემბერი, 2017 წელი). 32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. კანონის მითითებული დანაწესი…
- საქმე №ას-1395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
…არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს უფლებით აღჭურავს თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. ამასთან, საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. კანონის მითითებული დანაწესი…
- საქმე №ას-1396-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…მოპასუხის მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა და განხილვა მოპასუხის დასწრების გარეშე განაგრძო. 36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. სსსკ-ის 215.3 მუხლი კი…
- საქმე №ას-171-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2024
- საქმე №ას-1181-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
- საქმე №ას-1149-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2023
- საქმე №ას-449-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2023
- საქმე №ას-1076-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-6-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
- საქმე №ას-1687-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ას-1183-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №ბს-488(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2022
- საქმე №ას-411-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-901-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-249-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ბს-142(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ას-1089-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.12.2021
- საქმე №ას-816-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ას-61-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
- საქმე №ას-226-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
- საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ბს-124(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ას-312-312-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
- საქმე №ას-1973-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
- საქმე №ას-1102-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №ას-185-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2021
- საქმე №ას-948-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
- საქმე №ას-623-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2020
- საქმე №ას-250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2020
- საქმე №ას-1765-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ას-455-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
- საქმე №ას-1441-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2020
- საქმე №ბს-960(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №ას-1739-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2020
- საქმე №ას-1109-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-348-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 180-დან.