მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, და არა ის, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 214. სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება თავმჯდომარე (მოსამართლე) აცხადებს სასამართლო შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, სასამართლო სხდომის მდივნად, და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ ასეთი აცილება სასამართლოს მიერ საპატიოდ ცნობილი მიზეზით არ იყო განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე, ან თუ საქმეს იხილავს სხვა მოსამართლე ანდა სხვა სასამართლო შემადგენლობა, ვიდა არე ესა იყს, რომელიც ცნობილი იყო ამ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №3გ/ად-109-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2001
…გადაწყვეტილება. სხდომის ოქმების მიხედვით ირკვევა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე რ.ს.-ე აცნობდა მხარეებს სასამართლო შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შესახებ და სასამართლო შემადგენლობის აცილების უფლებასაც განუმარტავდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლისა, მაგრამ საქმის განხილვა სასამართლოს შეცვლილი შემადგენლობის მიერ თავიდან არ იწყებოდა და პროცესი გრძელდებოდა. ვინაიდან ყოველ…
საქმე №3გ/ად-51-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2001
…სადაც კვლავ შეიცვალა სასამართლოს შემადგენლობა და მოსამართლე ფ. ბ.-ს ნაცვლად საქმეში ჩაერთო მოსამართლე ლ. თ.-ე. სხდომის ოქმების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარემ აცნობა მხარეებს სასამართლო შემადგენლობაში ცვლილების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად განუმარტა მათ სასამართლო შემადგენლობის აცილების უფლება, რის შემდეგაც 2000წ. 29 ნოემბერს და 12…
საქმე №3კ/292-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2001
…სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს შეიცვალა სასამართლოს სხდომის მდივანი, მაგრამ ამან ასახვა არ ჰპოვა სხდომის ოქმში, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, 2000 წლის 21 ნოემბრის სხდომა დამთავრდა 17 საათსა და 45 წუთზე, ოქმში კი სხდომის დამთავრების დროდ აღირიცხა…