1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.
2. სასამართლო სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია, გააფრთხილოს პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების შესრულების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 210. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება 1. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული. 2. სასამართლო ს სხდომის მდივანი მოახსენებს სასამართლოს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაჰბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია, გააფრთხილოს პროცესის მონაწილეები და სხდომაზე დამსწრე პირები წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლის მითითების შესრულების სავალდებულოობისა და სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ შესაძლო ღონისძიებების თაობაზე. ამის შემდეგ მოწმეები ტოვებენ სხდომის დარბაზს. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ას-710-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2024
…თავის მიერ მიყენებული ზიანი. 29.3. საქმეზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განაჩენის მიხედვით, თ.ნ–ს ბრალად ედებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება ( სსსკ-ს 210-ე მუხლის პირველი ნაწილით), დიდი ოდენობით ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით. განაჩენში აღნიშნულია, რომ თ.ნ–ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:…
საქმე №ბს-358(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
…უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიოჩაწერა და ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიოჩანაწერისა და ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება სასამართლო პროცესის დაწყების მომენტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე,…
…უარის თქმის საფუძველი (იხ. ამ განჩინების 9.2.6 ქვეპუნქტი). თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობილად მიჩნევის შემთხვევაში, შესაგებლის სტადიაზე უნდა შემოწმდეს მოპასუხის საპასუხო არგუმენტების სამართლებრივი დამაჯერებლობა სსსკ-ის 210-ე მუხლის საფუძველზე და, ასევე, განისაზღვროს, მოპასუხის შეგებებული სარჩელის დასაბუთებულობა, სსსკ-ის 189-ე მუხლის თანახმად და მხოლოდ ამის შემდეგ - შეგებებული…
…ავტომანქანა საკუთარი სვლით მიუყვანა და გადასცა მას, რის შემდეგაც სულ მცირე 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა მოსარჩელის მფლობელობასა და სარგებლობაში, სანამ ჩაატარებდა მოსარჩელე ავტომანქანაზე ექსპერტიზას. მოსარჩელემ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფის უფლება. მას შეეძლო, თავის დროზე ჩაეტარებინა ექსპერტიზა, სანამ მფლობელობაში…
…#4251/2/12 გადაწყვეტილების და 22.03.2012წ. #4251/2/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის ინდ.მეწარმე და რეგისტრირებულია თელავის საგადასახადო ინსპექციაში. იგი პასუხისგებაშია მიცემული სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და პატიმრობაშია 2011 წლის 27 ივლისიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი პატიმრობის…