თავი XXIV — საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად # # #
1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.
11. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს.
2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.
3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 204. სპეციალისტის მოწვევა 1. ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა. შ.) სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი. 11. სპეციალისტი შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ამ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი გასცემს განკარგულებას იმის თაობაზე, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი უნდა გაიგზავნოს სპეციალისტად, რასაც აცნობებს სასამართლოს. 2. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება. 3. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.1
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(15)
საქმე №ას-1099-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
…სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილონ ბანკის წინაშე პასუხისმგებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეებმა შედავება არ განახორციელეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე, სსსკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეების მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დადგენილად…
საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებას. ასეთია _ 1. სპეციალისტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და 2. სააპელაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საქმისთვის დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებები. 17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, (1) ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა…
საქმე №ბს-1250(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2021
…დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის საფუძველზე, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ…
საქმე №ბს-1339(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
…დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის საფუძველზე, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ…
…გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით, თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის შესაბამისად, მოეწვია სპეციალისტი, თუ რიგი საკითხების დადგენა სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის…