1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია:
ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;
გ) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი;
დ) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;
ე) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;
ვ) მისცეს სასამართლო დავალებები;
ზ) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა;
თ) დანიშნოს ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი;
ი) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;
კ) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის.
2. მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 203. მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით 1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია: ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები; ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს; გ) გადაწყვიტოს სასამართლო პროცესში მესამე პირებისა და თანამონაწილეების დაშვების საკითხი; დ) შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას; ე) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება; ვ) მისცეს სასამართლო დავალებები; ზ) მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა; თ) დანიშნოს ექსპერტიზა, გადაწყვიტოს ექსპერტის მოწვევის საკითხი; ი) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი; კ) დაიბაროს მოწმეები, აგრეთვე ექსპერტები და სპეციალისტები სასამართლო სხდომის დღისათვის. 2. მოსამართლეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(73)
- საქმე №ას-508-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი, რომლის თანახმად, ე.გ–ას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი,........... იმავე მისამართზეა რეგისტრირებული მოპასუხე ამომრჩეველთა ერთიანი სიის თანახმად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს შესთავაზა საქმეში სსიპ…
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
…საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან საქმის მომზადების მიზანს ( სსსკ-ის მე-200 მუხლი); მოპასუხის პასუხს /შესაგებელს/ ( სსსკ-ის 201-ე მუხლი); მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას ( სსსკ-ის 205-ე მუხლი). „საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ (…
- საქმე №ას-1575-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
…განხილვა და მისი წარმატებულობის პერსპექტივის დადგენა შეუძლებელია. 24. საკასაციო პალატა ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს უპასუხოს მეორე კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ, საქმის ხელახლა განხილვის დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას უშვებს. მართალია აღნიშნულს კასატორი შეჯიბრებითობის პრინციპის უხეშ დარღვევად აფასებს, თუმცა ეს…
- საქმე №ას-1349-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
…(არ იყო ბეჭედდასმული, არ ირკვეოდა ქეთევან კიკნაძე ნამდვილად იყო თუ არა ფსიქოლოგი, ცნობა არ იყო გამცემი ორგანიზაციის სპეციალურ ბლანკზე დაბეჭდილი, არ შეიცავდა ოფიციალურ მონაცემებს). პალატამ 2024 წლის 25 მარტის სხდომა გადადო, რათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე მხარეს შეევსო მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორმა წარმოადგინა…
- საქმე №ას-1133-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…გამოიჩინოს ინიციატივა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. მაგალითად, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები მხარეთა შუამდგომლობით ( 103-ე და 203-ე მუხლები); სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული რომელი მტკიცებულება მიიღოს და არ მიიღოს (104-ე მუხლი); სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია დაადგინოს აგრეთვე…
- საქმე №ას-461-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
- საქმე №ას-42-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2024
- საქმე №ას-1592-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
- საქმე №ას-782-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2023
- საქმე №ბს-1426(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2023
- საქმე №ას-567-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ა-6389-ა-16-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ას-1298-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
- საქმე №ას-927-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2022
- საქმე №ას-402-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
- საქმე №ას-700-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2021
- საქმე №ას-1150-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2021
- საქმე №ას-421-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
- საქმე №ას-113-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ას-203-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-1189-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2021
- საქმე №ას-1768-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2020
- საქმე №ბს-1041(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
- საქმე №ას-107-107-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2020
- საქმე №ას-1252-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-482-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-509-509-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ას-1004-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-1080-1037-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
- საქმე №ას-543-506-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-1067-1026-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-715-685-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2017
- საქმე №ას-24-24-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2016
- საქმე №ას-1266-1208-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2015
- საქმე №ას-326-307-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2014
- საქმე №ას-1660-1648-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ას-240-232-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2012
- საქმე №ას-1096-1125-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2011
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 73-დან.