1. თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. მოსამართლესთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია ხორციელდება სატელეფონო ხაზზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების ერთდროულად ჩართვით და ფიქსირდება ოქმის სახით. თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არიან სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის შესახებ და ვერ ხერხდება ერთ-ერთ მხარესთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, სასამართლო უფლებამოსილია გაესაუბროს მხოლოდ მეორე მხარეს ან მის წარმომადგენელს.
11. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მოსარჩელემ/მოპასუხემ უარი თქვა დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, მოსამართლე ვალდებულია მოსამზადებელ სხდომაზე ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრებისას ანდა ვიდეოკონფერენციის დროს გამოარკვიოს ამ უარის მიზეზი და განუმარტოს მხარეს/მხარეებს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის დადებითი მხარეები და სამართლებრივი შედეგები.
12. თუ ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით/201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის/შესაგებლის შედგენისას მხარეებმა თანხმობა განაცხადეს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვაზე, საქმე დაუყოვნებლივ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გადაეცემა მედიატორს.
2. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 18.09.2019 კანონი №4955
- 25.05.2012 კანონი №6315
- 28.12.2011 კანონი №5667
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(95)
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
…იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტების მოთხოვნა სასამართლო მოსამზადებელი სხდომის დანიშვნასთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რადგანაც იმავე სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამზადებელი სხდომა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს,…
- საქმე №ას-510-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
…შესაძლებელია გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციაში. ასე რომ, კასატორი ვერ ამტკიცებს კონკრეტულად რაში გამოიხატა მიკერძოება. 31. ასევე გასაჩივრებულია 2024 წლის 17 აპრილის მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის განჩინება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია…
- საქმე №ას-653-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2024
…გარეშე ჩათვალა, რომ, რადგან ელექტრონულად დაუკავშირდა ბანკს დასაქმებული, ბანკის პასუხიც მიღებულად ითვლება, თუ ის გამოგზავნილია იმავე საშუალებით, რასაც კასატორი არ ეთანხმება. 4.4 კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 205-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, ჩაენიშნა მოსამზადებელი სხდომა, რითაც მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა სრულფასოვნად წარედგინა მტკიცებულებები და მოთხოვნა…
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
…ასევე დასაბუთებულია უარი მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. 14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, როდესაც საქმეზე პირდაპირ მთავარი სხდომა დანიშნა. 15. სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ,…
- საქმე №ას-374-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
…მითითებულ მსჯელობას, რომ სადავო გარიგების ნამდვილობის კვლევისათვის მოწმეთა დაკითხვა გაუმართლებელია. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 83-ე, 102-ე, 205-ე და 215-ე მუხლებიდან გამომდინარე, რამდენად დასაბუთებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს 2019 წლის 02 მაისის საოქმო განჩინებით მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის…
- საქმე №ას-411-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-567-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-31-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
- საქმე №ას-1677-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №ას-34-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ას-231-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
- საქმე №ას-85-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ას-1118-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-1298-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
- საქმე №ას-927-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2022
- საქმე №ას-1726-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ას-516-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ას-402-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
- საქმე №ას-920-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ას-899-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ას-1001-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
- საქმე №ას-174-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
- საქმე №ას-467-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
- საქმე №ას-113-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2021
- საქმე №ას-338-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2021
- საქმე №ას-1288-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2021
- საქმე №ას-1181-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №ას-246-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2020
- საქმე №ას-1098-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2020
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ას-1252-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-1191-1111-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2018
- საქმე №ას-1472-1392-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2018
- საქმე №ას-649-605-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-1190-1120-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
- საქმე №ას-1013-956-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2015
- საქმე №ას-1266-1208-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 95-დან.