1. მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი განხილვისათვის, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.
2. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
3. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს, მათ შორის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდეს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.480
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.12.2011 კანონი №5667
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(79)
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
…წარდგენის შეზღუდვასთან მიმართებით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგანაც საქალაქო სასამართლოს მხრიდან მთავარი სხდომა დაინიშნა სარჩელისა და შესაგებლის წარდგენის შემდგომ, რისი უფლებაც სასამართლოს მინიჭებული აქვს სსსკ-ის 207.1-ე მუხლის საფუძველზე (მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი…
- საქმე №ას-1522-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2024
…დაკმაყოფილებას. 71. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ გონივრული ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ…
- საქმე №ას-1448-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
…გარემოებათა გამო: 51. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ გონივრული ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ…
- საქმე №ას-42-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2024
…დაუშვებელია. ამ კუთხით, სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია ( სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია…
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
…განხორციელებას სსსკ-ის 203-ე მუხლის შესაბამისად და ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლოს ევალება რაიმე სახით „დაეხმაროს“, „ყურადღება მიაქცევინოს“ ერთ მხარეს მეორე მხარის მიერ მითითებულ არგუმენტზე, თუ მტკიცებულებაზე. სსსკ-ის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ნიშნავს სასამართლოს მთავარ სხდომას საქმის არსებითი…
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
- საქმე №ას-567-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
- საქმე №ას-1677-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №ას-927-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2022
- საქმე №ას-302-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2021
- საქმე №ას-700-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2021
- საქმე №ბს-684(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ას-203-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-105-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ას-481-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2020
- საქმე №ას-1765-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ას-1768-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2020
- საქმე №ბს-122(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2020
- საქმე №ას-1183-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2019
- საქმე №ას-1252-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
- საქმე №ას-482-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №ას-543-506-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
- საქმე №ას-885-852-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2017
- საქმე №ას-1067-1026-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-1119-1075-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2017
- საქმე №ას-1190-1120-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
- საქმე №ას-1108-1056-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2014
- საქმე №ას-1205-1225-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2011
- საქმე №ას-1214-1475-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2010
- საქმე №ას-340-316-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2010
- საქმე №ბს-708-674(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2009
- საქმე №ას-254-579-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2009
- საქმე №ბს-309-301(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
- საქმე №ბს-993-950(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2007
- საქმე №ას-520-867-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2007
- საქმე №ბს-132-123(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2007
- საქმე №ას-216-550-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2007
- საქმე №ას-425-816-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2007
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 79-დან.