მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს
თავი XXIV — საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად # # #
272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
თავი XXV
სასამართლოს მთავარი სხდო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 209. საქმის წარმოების შეწყვეტა და სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვება საქმის მომზადების დროს 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება. თავი XXV. სასამართლოს მთავარი სხდომა
…დაუსაბუთებელი მოთხოვნის წარდგენის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 178.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს უარი უნდა განეცხადებინა სარჩელის მიღებაზე, ისევე, როგორც, ამ კოდექსის 209-ე და 275.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განუხილველად უნდა დაეტოვებინა სარჩელი, ვინაიდან კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში მოსარჩელეს არ წარუდგენია…
…საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით. 5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად კი, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის…
…აქედან გამომდინარე, მისი უფლება, აღიარებითი მოთხოვნის მიკუთვნებითი მოთხოვნით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე. თუ მოსარჩელე არ გამოიყენებდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებას, მაშინ სასამართლოს სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა ( სსსკ-ის 209-ე მუხლი). 15.4. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა შესთავაზოს დავის საგნის…
…დადგენის მოთხოვნის ნაწილში, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დავის საგანი აღარ არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ…
…საჩივრის შეტანის ვადის დაცვის საკითხი უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად. პალატამ იხელმძღვანელა 1997 წლის 13 აგვისტოს რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე, 293-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენა 1997 წლის 27 აგვისტო, იმ…
…გამწევი პირის ინიციატივას საჭიროებს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 10, 2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 54-ე, 209-ე, 272-ე, 411-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „---ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა…