1.
სააგენტო არ განიხილავს განცხადებას, თუ:
ა) მასში მითითებული მოთხოვნის განხილვა არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;
ბ) იგი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) არსებობს სააგენტოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;
დ) ამ თავის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით, აგრეთვე, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებულ პირს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში ეცნობება მისი განუხილველად დატოვების თაობაზე წერილობით და განემარტება გასაჩივრების წესი