1.
სააგენტოს მიერ განცხადება მიღებისთანავე რეგისტრირდება და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი. სააგენტო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე გაუგზავნოს (გადასცეს) მას განცხადების რეგისტრაციაში გატარების დადასტურება.

2.
განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნის ბუნდოვანების ან მოთხოვნის ფორმულირების დაზუსტების საჭიროების თაობაზე ეცნობება განმცხადებელს ამ თავის მე-19 მუხლში აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით. სააგენტო უფლებამოსილია დახმარება გაუწიოს განმცხადებელს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.

3.
დავის წარმოება ითვლება დაწყებულად სააგენტოში განცხადების რეგისტრაციის მომენტიდა