1.
დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მომართოს სააგენტოს დავის განხილვის თაობაზე განცხადებით.
2.
განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) სააგენტოს სახელწოდებას;
ბ) განმცხადებლის ვინაობას, პირად ნომერს (იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერს), მისამართს და სხვა საკონტაქტო მონაცემებს (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა – ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) მოთხოვნას;
დ) გარემოებებს, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა და მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა