1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.
2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი დაჯარიმდება 50 ლარით.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6839
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 213. თარჯიმნისათვის მისი მოვალეობის განმარტება 1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები. 2. სასამართლო აფრთხილებს თარჯიმანს, რომ შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის იგი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით. 3. თუ თარჯიმანი არ გამოცხადდება სასამართლოში არასაპატიო მიზეზით, ან თავს აარიდებს მოვალეობის შესრულებას, იგი შეიძლება დაჯარიმდეს 10ბა 50 ლარით. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243