1. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.
2. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.
3. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1521)
- საქმე №ას-11-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
…მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ დადასტურდება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის არსებობის შესახებაც მას ობიექტურად არ გააჩნდა სასამართლოსთვის დროული შეტყობინების შესაძლებლობა. 21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო…
- საქმე №ას-1445-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…ცნობების შეფასების და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი ყოველთვის ცხადდებოდა სასამართლო პროცესებზე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ 2025 წლის 20 თებერვლს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების შესაბამისი და საპატიოა. 6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი 6.1. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ…
- საქმე №ას-1513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის…
- საქმე №ას-1080-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
…ჯანმრთელობის მდგომარეობა მიეთითა. 5.4. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა შუამდგომლობას და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. 5.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 215.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული და არ წარმოშობდა სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებულ…
- საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც…
- საქმე №ას-1034-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1593-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1081-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
- საქმე №ას-1419-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №ას-1376-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
- საქმე №ას-820-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-457-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-836-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ას-1229-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-1193-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-1091-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-903-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №ას-226-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
- საქმე №ბს-1045(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
- საქმე №ას-721-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-779-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-551-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ას-466-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ას-185-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ას-1038-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ბს-974(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-1083-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-959-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-435-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ას-559-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ას-665-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-892-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-312-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-798-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
- საქმე №ას-937-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
- საქმე №ას-1023-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2025
- საქმე №ას-648-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2025
- საქმე №ას-577-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.09.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1521-დან.