წინა რედაქცია (29.12.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. თარჯიმანი 1. თარჯიმანს იძახებენ, როცა: ა) პროცესის მონაწილემ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; ბ) საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი; [ გ) პროცესის მონაწილეს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] 2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ აღნიშვნა კეთდება შესაბამის ოქმში. 3. წესები, რომლებიც თარჯიმანს ეხება, იმ პირზედაც ვრცელდება, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები. [ 3.(ამოღებულია - 14.07.2020, №6842). (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] 4. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(337)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 337-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-892აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
…და აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქმე №2კ-1104აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2025
…და აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქმე №2კ-1147აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2025
…მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქმე №2კ-1138აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2025
…მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქმე №2კ-1286აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2024
მ-ის მიერ დასახელებული გარემოებები მართლაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა, კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებათა შეფასება არაა საკმარისი და მხედველობაშია მისაღები აგრეთვე საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები. 11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულ დ.
საქმე №2კ-740აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2023
საქმე №2კ-270აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.09.2023
საქმე №2კ-349აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2022
საქმე №2კ-830აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2021
საქმე №2კ-636აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2021
საქმე №2კ-532აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2021
საქმე №2კ-356აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2017
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 53, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-53/