განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002731234
საქმე №1/ბ-384-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ა--------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ზ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა--------------- მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, რ-------ს ფ-------–--- მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების მისამართზე: რ-------ს ფედერაცია, ქალაქი კ-------------ი, ს---------ს რაიონი, მ---–------ის ქუჩა №-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით:
ა-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა---- გ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა---- გ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ ა---- გ-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· S-------------ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით 1-------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
· თურქული ბინადრობის მოწმობა, დოკუმენტი სერიითა და ნომრით B--------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· ა--------------- (A-----------), სახელზე გაცემული რ-------ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის N---------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· ა--------------- (G-----------), სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით N--------------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· S-------------ის სახელზე გაცემული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის A--------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- გ-------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 ოქტომბერს, რ-------ს ფ-------–--- მოქალაქე ა---- გ-------მა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „სარფში“, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს------–-------ს სახელზე გაცემული №A-------- ყალბი პასპორტის გამოყენებით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა--------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- ზ------ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ა---------------ათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება პატიმრობასთან ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ა---- გ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, ითანამშრომლა გამოძიებასთან და განმარტა, რომ ყალბი პასპორტის გამოყენებით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და სინამდვილეში იყო რ-------ს ფ-------–--- მოქალაქე ა--------------, მანვე უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეეძლო ა---------------ათვის დაენიშნა ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნებოდა თავისუფლების აღკვეთასთან ან მის მიმართ გამოეყენებინა პირობითი მსჯავრი.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ა-------------- არის მძიმე ავადმყოფი და უსაფუძვლოდ უთხრა მას უარი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა--------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ზ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების _ რ---- ბ-----ის და დ----- კ----ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით, რადიოგრამით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №დ------ დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა---- გ-------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა---------------ათვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ხსენებული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული და ითხოვა პატიება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. შესაბამისად, არ არსებობს სასჯელის ნაწილში განაჩენის შეცვლისა და მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნის საფუძველი. ამასთან, ა--------------- პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა--------------- მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
დ--------------–-------------–------------------–------- შ---------------- მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0------- დასკვნის თანახმად, ა--------------- დიაგნოზია: გულის იშემიური დაავადება. გულის უსიმპტომო იშემია (I25.6), ჰიპერქოლესტერინემია (E78.0), არტერიული ჰიპერტენზია II სტადია (JNC VII) (I10), გულის უკმარისობა II ფუნ. კლ. (NYHA) (I50.9), ბრონქიალური ასთმა დაუზუსტებელი (J45,9), შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (2012 წ) (E11.0), ინსომია (F51.0), სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია (F45.3), ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა (G45.0), ოსტეოქონდროზი (M42), ქრონიკული ქოლეცისტიტი (K81.9), მეტეორიზმი (R14), ა---- გ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. იგი ქრონიკული და პროგნოზულად მძიმე ავადმყოფია, სრული განკურნების პერსპექტივის გარეშე. ამავე დასკვნის მიხედვით, ა---- გ-------ს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური მულტიპროფილური (კარდიოლოგი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნერვოლოგი) საექიმო მეთვალყურეობა და ადექვატური კომპლექსური მკურნალობა... ქ------------ პენიტენციურ დაწესებულებაში ა---- გ-------ს არ უტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სრულფასოვანი ადეკვატური სამედიცინო დახმარება. არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ა--------------- იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) სამედიცინო თვალსაზრისით ნეგატიურად იმოქმედებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა ა--------------- ავადმყოფობის გამო მის მიმართ განაჩენის გადავადების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ცალსახად მითითებული, რომ მსჯავრდებული დაავადებულია ისეთი მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას და ამავე დასკვნაში არ არის მითითებული დაავადებები, რომელთა არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია გადაავადოს განაჩენის აღსრულება. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას ამ ნაწილში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების არსებობა განაჩენის აღსრულების გადავადების არა იმპერატიული, არამედ შეფასებითი საფუძველია, ანუ ავტომატურად არ იწვევს განაჩენის აღსრულების გადავადებას. საკითხი უნდა შეაფასოს სასამართლომ ქმედების სიმძიმის, ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნების, დაავადების სახის, სიმძიმისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რაც გავლენას ახდენს განაჩენის აღსრულების გადავადებისა და ასევე, იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რაც დაკავშირებულია სასჯელის მიზნებთან. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა ა--------------- მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაავადებების სახესა და სიმძიმეს, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი ა--------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ ა--------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ზ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ა--------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- ზ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი ა--------------- მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ა-------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
5.მსჯავრდებულ ა---- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
7. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· S-------------ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, სერიითა და ნომრით 1-------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
· თურქული ბინადრობის მოწმობა, დოკუმენტი სერიითა და ნომრით B--------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· ა--------------- (A-----------) სახელზე გაცემული რ-------ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის N---------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· ა--------------- (G-----------) სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, სერიითა და ნომრით N--------------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· S-------------ის სახელზე გაცემული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის A--------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/