განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002336112
საქმე №1ბ/386-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის - მ-----– ბ-----–---–ი
მსჯავრდებულის - გ--–- გ----–---–-
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–-- და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გე-–-----–---------------–---–----------------–---------–-–---------------------------–----------–---------------------------- მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით და 118–ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ--–- გ----–---–- ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2017 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, კ----ს რაიონის სოფელ გ--------–-ში, ს--–-----------------–----- საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ--–- გ----–---–- თავს დაესხა ს--–-----------------–----, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ფიზიკური ძალადობით და დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავე დროს გ--–- გ----–---–-- ს--–-----------------–---- ჩაარტყა ჯოხი და წააქცია ძირს, რის შედეგადაც ს--–-----------------–----- მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე,პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--–- გ----–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენით:
გ--–- გ----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–- გ----–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 23 ივნისიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--–- გ----–---–-- და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, გ--–- გ----–---–- უთითებს, რომ ის არ არის ნასამართლევი, დაოჯახებულია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენი ასევე გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო----- ხ--------–---–მა, რომელმაც მოითხოვა სასჯელის დამძიმება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებული არ აღიარებს, არ ინანიებს, არ შეურიგდა დაზარალებულს და არც ზიანი აუნაზღაურებია მისთვის.
სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--–- გ----–---–-- მხარი დაუჭირა მის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----–---–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოითხოვნას, სასჯელის დამძიმების თაობაზე.
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–--ა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, შეფასების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--–- გ----–---–-- ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პალატა მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–-- მიერ ჩადენილ დანაშაულს დადგენილად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულმა - ს--–-----------------–-----, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დეტალურად განმარტა, თუ რა ვითარებაში დაესხა მას თავს გ--–- გ----–---–-. დაზარალებულის ჩვენებით, მას კ----ს რაიონის სოფელ გ--------–-ში იცნობენ „ს--–----ს“ სახელით. 2017 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, როდესაც სოფელ გ--------–-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, მეზობლებთან - ხ------------------–-----–--–-–---–------ ერთად იმყოფებოდა, გარედან შემოესმა ხმა, რომ ვიღაცამ დაიძახა: „გ---–--, გ---–--“. ს--–-----------------–----- უპასუხა, რომ მისი მეუღლე - ი------------–----------–---- (რომელსაც სოფელ გ--------–-ში იცნობენ „გ---–--ს“ სახელით) ქ. თბილისში იყო წასული. ამის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი ღობეზე გადახტომით შევიდა სახლის ეზოში, ს--–-----------------–---- დაიჭირა, ძალის გამოყენებით, ხელით გაათრია საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩასასვლელ კიბეებთან, შარვლის ქამრიდან ამოიღო დანა და მოკვლის მუქარით დაზარალებულს ფული მოთხოვა. ს--–-----------------–----- უპასუხა, რომ მას ფული არ ჰქონდა. აღნიშნულმა მამაკაცმა დაზარალებულს ძლიერად ჩაარტყა ჯოხი თავში, რის შედეგადაც ს--–-----------------–---- წაიქცა და თავიდან სისხლი წამოუვიდა. ამ დროს ს--–-----------------–---- სახლიდან დაუძახა ხ-----------–--–-–---–--. როდესაც მამაკაცმა გაიგო ქალის ხმა, მან დაზარალებულს თავი დაანება და წავიდა. ს--–-----------------–----- განმარტებით, თავდასხმისას აღნიშნულ მამაკაცს ეცვა სამხედრო ქურთუკი და თავზე მოკლე შავი ქუდი ეხურა. იმის გამო, რომ ს--–-----------------–---- არის ასაკოვანი და თავდასხმა განხორციელდა ღამის საათებში, ამავდროულად იგი იყო ძლიერ აღელვებული, იმ მომენტში თავდამსხმელი ვერ იცნო, თუმცა, მოგვიანებით, აღიდგინა, რომ მას ყაჩაღურად თავს დაესხა თანასოფლელი, „ა--ს“ (ა-–--------) შვილი - გ--–- გ----–---–-. ს--–-----------------–----- განმარტა, რომ სოფელ გ--------–-ში იგი რამდენჯერმე შეხვედრია გ--–- გ----–---–- და დარწმუნებულია, რომ სწორედ ის დაესხა თავს სიცოცხლის მოსპობის მუქარით და მოთხოვა ფული. მას ბრალდებულთან არასოდეს ჰქონია ცუდი ურთიერთობა ან კონფლიქტური დამოკიდებულება, ამიტომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოექცა გ--–- გ----–---–- მას ასე უმოწყალოდ. ს--–-----------------–----- სასამართლო სხდომაზე დაფიქსირა, რომ გ--–- გ----–---–-- მიმართ აქვს პრეტენზია და მოითხოვა მისი დასჯა კანონის შესაბამისად.
დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ხ-----------–--–-–---–--, რომელიც 2017 წლის 22 ივნისს, ღამით, იმყოფებოდა ს--–-----------------–----- სახლში. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 21:30 საათზე, ს--–-----------------–----- სახლთან დაიძახა მამაკაცმა. ს--–-----თი გავიდა გარეთ და უკან აღარ დაბრუნდა. ხ-----------–--–-–---–-- ეზოში გაიხედა და დაინახა, რომ მისთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მოკლე სამხედრო ქურთუკი, ღია ფერის შარვალი და თავზე მონაცრისფრო ქუდი ეხურა, ამოვიდა სარდაფის ჩასასვლელი კიბეებიდან, სწრაფი ნაბიჯით გაემართა ჭიშკრისაკენ და ბეტონის ღობეზე გადახტომით დატოვა ს--–-----------------–----- საცხოვრებელი სახლის ეზო. ხ-----------–--–-–---–- ჩავიდა ს--–-----თის მოსაძებნად და დაინახა, რომ იგი იყო წაქცეული და ცდილობდა წამოდგომას. მას აღენიშნებოდა დაზიანებები თავის არეში და იყო ძალზე აღელვებული. ს--–-----------------–---- თავიდან სისხლი მოსდიოდა და ტანსაცმელი მიწით ჰქონდა დასვრილი. ს--–-----თი ამბობდა, რომ მას თავს დაესხა მამაკაცი, რომელიც დანის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა და ითხოვდა ფულს. ხ-----------–--–-–---–-- თავდამსხმელი ვერ იცნო, რადგან მას გ--–- გ----–---–- მანამდე არასოდეს არ უნახავს. ამასთან, მან ვერ მოახერხა თავდამსხმელის სახისა და აღნაგობის დამახსოვრება, რადგან იყო ღამის საათები.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიუთითა მოწმე ნ-----–- ბ--–--–-–---–მაც. მისი ჩვენებით, 2017 წლის 22 ივნისს, მეზობელმა - ს--–-----------------–----- თხოვა ღამით მასთან დარჩენა, ვინაიდან მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა. ნ-----–--–---–------------------–--–-–---–---- ერთად, ს--–-----------------–---- სახლში გაჰყვა. საღამოს საათებში, მის შვილს - ხ-----------–--–-–---–- გარედან შემოესმა ყვირილის ხმა და გარეთ გავიდა. ხ-------- გასვლიდან დაახლოებით ხუთ წუთში, ნ-----–-----–--–-–---–-ც გარეთ გავიდა. ამ დროს მას ხ-----------–--–-–---–-- უთხრა, რომ ვიღაც სარდაფიდან გამოვარდა და ღობეზე გადახტა. ამის შემდეგ ნ-----–-----–--–-–---–- ჩავიდა სარდაფში და დაინახა ს--–-----------------–----, რომელსაც თავიდან სისხლი მოსდიოდა და ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა. როდესაც მან ჰკითხა თუ რა მოხდა, ს--–-----თმა უპასუხა, რომ მას თავს დაესხა მამაკაცი, რომელიც დანის გამოყენებით სთხოვდა ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–--აგან ამოღებული ტანსაცმლის აღწერილობა დაემთხვა დაზარალებულისა და ხ-----------–--–-–---–-- ჩვენებებში დაფიქსირებულ იმ ტანსაცმლის აღწერილობას, რომელიც თავდამსხმელს 2017 წლის 22 ივნისს, დანაშაულის ჩადენისას, ეცვა. აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმი დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელიც მხარეთა მიერ ასევე მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად, დადასტურებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე კინოლოგის - გ------- გ-----ის მიერ გამოყენებულ იქნა სპეციალურად გაწრთვნილი, სამძებრო ძაღლი, რომელიც ს--–-----------------–----- საცხოვრებელი სახლის აივნის ქვედა სათავსო ოთახების წინა მხრიდან აღებული სუნის კვალით გაემართა სოფელ გ--------–-ს ხიდის მიმართულებით, გაიარა დაახლოებით 150 მეტრი, გადაკვეთა ხიდი, გზა გააგრძელა სოფელ გ--------–-ს გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით, შევიდა გამგეობის შენობის ეზოში, მარჯვენა მხრიდან მოუარა, მიუახლოვდა მარჯვენა მხარეს ჩამავალ ჩიხს, გაიარა კიდევ 50 მეტრი და გაჩერდა გ--–- გ----–---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოში, შესასვლელ კართან.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივლისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით, რომელიც მხარეთა მიერ ასევე მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად, უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები გ--–- გ----–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ გ--–- გ----–---–-- მიუთითა კ----ს რაიონის სოფელ გ--------–-ში მდებარე ს--–-----------------–----- საცხოვრებელი სახლის ეზოზე. მან დაასახელა კონკრეტული ადგილი - სარდაფის ჩასასვლელი კიბეები, სადაც, მისი განმარტებით, განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ს--–-----თ ნ--------–---ზე. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ღობეზე გადახტომით შეაღწია ს--–-----თის სახლის ეზოში და აღწერა თუ როგორ ჩაიყვანა დაზარალებული სარდაფის კიბეებზე და მასზე განხორციელა თავდასხმა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა ასევე ღობეზე გადახტომის გზით.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 27 ივლისის №0-------- დასკვნით, რომელიც მხარეებმა ასევე მიიჩნიეს უდავოდ, დასტურდება, რომ ს--–-----------------–---- აღენიშნებოდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ზემოთ განხილული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--–- გ----–---–-- ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ გ--–- გ----–---–-- ქმედება (ს--–-----------------–-----ათვის ჯოხის დარტყმა და წაქცევა) მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა, სახეზეა დანაშაულის მატერიალური შემადგენლობა. სუბიექტური მხრივ, სახეზეა მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–-- მიერ გაცნობიერება ქმედების და ამასთანავე მის საფუძველზე გამოწვეული ფაქტობრივი შედეგის. გ--–- გ----–---–-- მიერ ყაჩაღობის ჩადენა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მარლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენებით. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა, რომლის განხორციელების დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმეგოდ დაეუფლოს მის ქონებას. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენებებით, რომელიც შესაბამისობაში მოდის სხვა წერილობით მტკიცებულებებთან,ასევე თვით გ--–- გ----–---–-- პალატის სხდომაზე სადაოდ არ გახადა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება; აქედან გამომდინარე დადასტურებულია, რომ გ--–- გ----–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ უნდა გამოიწვიოს მსჯავრდებულში უსამართლობის განცდა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დარღვევის კომპენსირება. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–--თვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს; პალატის აზრით, განსაზღვრული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–-- მიმართ, კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სასჯელის ნაწილში სამართლიანი ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–--ა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მარტის განაჩენი გ--–- გ----–---–-- მიმართ, დარჩეს უცვლელად;
გ--–- გ----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--–- გ----–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ივნისის 17:55 საათიდან.
მსჯავრდებულ გ--–- გ----–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენის კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი, ერთი ცალი რკინის ნაჭერი, ორი ცალი სუნის კვალი, ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ასანთის კოლოფი, ერთი ცალი გათლილი ხის ტოტი, ერთი ცალი დაქტილოფირი, სისხლის, სუნის, ნერწყვის და ხელის ანა--ჭდის ნიმუშები განადგურდეს;
ერთი ცალი ბოქლომი, ერთი ცალი ნაჭრის თავსაფარი და ს--–-----------------–----- ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ს--–-----------------–----;
ხუთი ცალი სამხედრო ფორმის ქურთუკი, ერთი ცალი ლურჯი ფერის ნაჭრის ქუდი, ერთი ცალი შავი ფერის ნაჭრის ქუდი და გ--–- გ----–---–-- ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს - გ--–- გ----–---–- და ა-–------ი გ----–---–- ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;
განხორციელდეს ერთი თეთრტარიანი დანის, ერთი დანის ტარზე თეთრი ფერის ნაჭრით, ერთი ხისტარიანი დანის და ერთი მოტეხილტარიანი დანის საპროცესო კონფისკაცია, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი