ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ;
გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;
გ1) ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს დაზარალებულის კომპენსაცია;
დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;
ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
ვ) დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;
ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;
თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.
ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;
კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს;
ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით;
მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;
ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
11. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული გადახდისუუნარო პირი სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც გადახდისუუნაროდ არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, იმავე კანონით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისა და მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და, შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები.
3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს, ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1661 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
წინა რედაქცია (02.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები 1. დაზარალებულს უფლება აქვს: ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი; ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ; გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია; გ1) ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს დაზარალებულის კომპენსაცია; დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; ვ) დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება; ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას; თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს; (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ. ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება; კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს; ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით; მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ; ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 11. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული გადახდისუუნარო პირი სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც გადახდისუუნაროდ არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, იმავე კანონით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისა და მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და, შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები. 3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს, ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/1312 – ვებგვერდი, 22.12.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-1026აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2024
…და სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ“, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 17 სექტემბრის No. R (87) 18 რეკომენდაციას „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამარტივების შესახებ“; 23. საქართველოს სსსკ-ის 57-ე მუხლი დაზარალებულს სხვა უფლებებთან ერთად, მათ შორის ანიჭებს უფლებას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი…
საქმე №2კ-790აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2022
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულად ცნობის შემდეგ დაზარალებული სარგებლობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. ლ. ლ–სას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულ დაზარალებულად ცნობის…
საქმე №2კ-686აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2022
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის…
საქმე №ას-1252-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2019
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის,,თ“ ქვეპუნქტზე (ნორმის განმარტება იხ. წინამდებარე განჩინების 7.8 ქვეპუნეტქში)“ და იმავე მუხლის,,კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
…მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.
საქმე №ას-57-52-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2015
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 57, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-57/