1. პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:
ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს;
გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
ე) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:
ა) გამომძიებელთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს;
გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
დ) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.
2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს უფლება არ აქვს, საგამოძიებო მოქმედებისა და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან სხვაგვარად ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში.
3. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა არ უნდა გაახმაუროს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.
თავი VIII
სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.06.2021 კანონი №663
- 04.05.2018 კანონი №2270
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 582. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლებები და მოვალეობები 1. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ; ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს; გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; ე) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში. [ 1. პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ; ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს; გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; ე) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში. 111. 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: ა) გამომძიებელთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს; გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; დ) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში. (ამოქმედდეს 2021 წლის 8 ივლისიდან)] 2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს უფლება არ აქვს, საგამოძიებო მოქმედებისა და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან სხვაგვარად ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში. 3. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა არ უნდა გაახმაუროს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები. თავი VIII სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილებააცილე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება