თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;
ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
ბ1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;
დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან;
დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;
ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.
3. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.
5. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას.
6. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4961 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.09.2019 კანონი №4961
- 24.07.2014 კანონი №2518
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები # 1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული; ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე; ბ1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს; გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი; დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან; დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე; ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. 3. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში. 4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა. 5. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას. 6. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(49)
- საქმე №2კ-501აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2025
…ქ-ას მკვლელობის მცდელობა. 20. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ დ. ც-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (რომლითაც ითხოვს პროკურორ გია შაიშმელაშვილის აცილებას) მიუთითებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. 21. დ. ც-ს ბრალი ედება იმაში, რომ კ. ქ-ას მკვლელობის მცდელობა…
- საქმე №38აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
…განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის,,ა“ და,,თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპით, ზ. გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა. 8. თბილისის სააპელაციო…
- საქმე №25აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2024
…სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სამართლიანობა არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა სჩანდეს კიდეც, რომ ის იქნა აღსრულებული” (De Cubber v. Belgium, no. 9186/80 §26, ECtHR, 26/10/1984). 15.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე)” ქვეპუნქტს. 15.2.ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დარღვევის მიუხედავად,…
- საქმე №4აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2024
…არსებითად ს. მ-ას სისხლის სამართლის საქმე და დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ…
- საქმე №2კ-1316აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2023
…ურთიერთობა აკავშირებდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილ „.....-თან“ მჭიდროდ დაკავშირებულ და მისი ბედით დაინტერესებულ პირთან – ზ. გ–თან. დაცვის მხარემ 2021 წლის 15 დეკემბერს დააყენა მოსამართლე...-ის აცილების შესახებ შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდიდა მოსამართლის ობიექტურობასა მიუკერძოებლობას.…
- საქმე №2კ-1291აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2023
- საქმე №74აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №46აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №53აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №6აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
- საქმე №12აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2018
- საქმე №396აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2016
- საქმე №416აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2016
- საქმე №28აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2015
- საქმე №44აგ.-2011 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2011
- საქმე №48აგ.-2011 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2011
- საქმე №ბს-1434-1370(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2010
- საქმე №ბს-322-312(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2009
- საქმე №2კ-177აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117001835602 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №020141318700052133 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.06.2018
- საქმე №150100119003167250 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №010100118002569445 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №210141319002968938 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.10.2019
- საქმე №340100118002634254 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.08.2019
- საქმე №330100119002825794 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2019
- საქმე №010100116001482050 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
- საქმე №330100117002226647 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №010141319700083454 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №190100118002727535 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №190100117002105860 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.12.2018
- საქმე №010141318700065770 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №010100218700050703 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2018
- საქმე №330100117001835602 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №010141318700052962 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №240100119003082135 · სენაკის რაიონული სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №020100119003135863 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 26.11.2019
- საქმე №010100119003068293 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.10.2019
- საქმე №080100118002776430 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.10.2019
- საქმე №020100119003105479 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 30.07.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 49-დან.