თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.
2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოში.
3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან.
4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას აღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.
5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2270
–
ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2270
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. თვითაცილება 1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება. 2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოში. 3. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან. 4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, თმოწმისა და დაზარჯიმალებულის კოორდინატორი, ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას ზემოაღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში. 5. თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 6. ექსპერტის თვითაცილების საფუძველია მისი პროფესიული არაკომპეტენტურობა.