თავი VIII — სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება.
2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე;
ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა;
გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა;
დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ, – ეს მაგისტრატი მოსამართლე.
3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით.
4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4677
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი 1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება. 2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს: ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე; ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა; გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა; დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით მოწმის დაკითხვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ, – ეს მაგისტრატი მოსამართლე. 3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით. 4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.