1. მომჩივანს უფლება აქვს მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვოს დავის განმხილველი ორგანოს შემადგენლობიდან ნებისმიერი წევრის აცილება.
2. აცილების თაობაზე მომჩივნის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს სხდომის თავმჯდომარე.
3. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აცილებული წევრი არ ესწრება და არ მონაწილეობს სხდომის იმ ნაწილში, რომელიც შუამდგომლობის დამყენებელი პირის საჩივარს შეეხება.
4. დავის განმხილველი ორგანოს წევრი არ შეიძლება მონაწილეობდეს საჩივრის განხილვაში, თუ იგი:
ა) საქმეში დაინტერესებული მხარეა;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) არის/იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
ე) შრომით ურთიერთობაშია მომჩივანთან;
ვ) თავად ან თავისი ნათესავი ფლობს აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;
ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.
5. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლებიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირები.
6. დავის განმხილველი ორგანოს წევრი ვალდებულია აცნობოს დავის განმხილველ ორგანოს აცილების საფუძვლების თაობაზე და მოითხოვოს თვითაცილება. თვითაცილების თაობაზე განცხადებას განიხილავს სხდომის თავმჯდომარე.
7. საჩივრის განხილვა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანოს წევრის აცილების შედეგად სხდომაზე არ რჩება წევრთა საკმარისი რაოდენობ