1. ზეპირი განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს დავის განმხილველი ორგანოს წევრი შემდეგი პრიორიტეტულობით:
ა) დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელი (თავმჯდომარე);
ბ) დავის განმხილველი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დავის განმხილველი ორგანოს აპარატის უფროსი (თუ იგი ამავდროულად არის დავის განმხილველი ორგანოს წევრი);
დ) დავის განმხილველი ორგანოს წევრთა მიერ არჩეული პირი.
2. დავის განმხილველი ორგანოს წევრთა მიერ არჩეული სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება შემოიფარგლება იმ სხდომით, რომელზეც იგი აირჩიე