1. საჩივრის ზეპირი განხილვისას აპარატის თანამშრომელი აწარმოებს ოქმს.

2. სხდომის ოქმში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) სხდომის ჩატარების ადგილი და თარიღი;

ბ) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;

გ) განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი;

დ) საჩივრის ფარგლებში განსახილველი დავის საგნები;

ე) მიღებული გადაწყვეტილება;

ვ) გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ვინაობა.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ დავის განმხილველი ორგანოს სხდომაზე დამსწრე წევრები და აპარატის თანამშრომლები, რომლებიც აწარმოებენ ოქმ