1. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს არ მიიღოს ისეთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის მიზეზით არ იქნა წარდგენილი საგადასახადო ორგანოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. მომჩივანს ან/და მოპასუხე ორგანოს დავის წარმოებისას არა აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც მანამდე წერილობით ან ქმედებით გამოხატა თანხმობა.

3. ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ექსპერტიზის შედეგების წარდგენის შემთხვევაში, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს მხოლოდ იმ ექსპერტიზის შედეგით, რომელიც მეტი სიზუსტით ასახავს საჩივრის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებ