1. ეროვნული ბანკი საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის ფორმალურ შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. თუ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი მომჩივანს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები.
3. თუ მომჩივანი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. საჩივრის მატერიალურ დასაშვებობას და მის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობას ეროვნული ბანკი შეისწავლის საჩივრის კანონმდებლობასთან შესაბამისი სახით რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით.
5. მოპასუხე უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მოსაზრებები/მტკიცებულებები საჩივრის თაობაზე, ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები.
6. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მომჩივანს ან/და მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება. მომჩივანის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო მომჩივანის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების განახლების საფუძველია.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ეროვნული ბანკი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ;
ბ) საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.
8. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა უარი თქვას საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:
ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;
ბ) არ არსებობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
გ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მომჩივანის მიერ არ არის წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;
დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან ლიკვიდაციის პროცესი;
ე) არსებობს საქმის მოკვლევის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება;
ვ) არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა;
ზ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
თ) საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, ეროვნული ბანკი წერილობით განაცხადებს თანხმობას ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;
ი) ეროვნული ბანკი არ მიიჩნევს საქმეს აღსასრულებლად პრიორიტეტა