1. ეროვნული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და საჯაროდ გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.
4. განზოგადებული ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, საჯაროდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ისტორიული ხასიათისაა, დაჯამებულია ან არასტრატეგიული მნიშვნელობისაა არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური, მათ შორის ინფორმაცია, შესაბამისი ბაზრის დეტალების, ასევე ეკონომიკური აგენტების რაოდენობისა და ვინაობის შესახე