1. საქმის მოკვლევის მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ეკონომიკური აგენტი ადგილზე შეამოწმოს, თუ:

ა) მხარეებისგან/დაინტერესებული მხარისგან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელია;

ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ან/და განადგურების საშიშროება;

გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას;

დ) საჭიროა ეკონომიკური აგენტის მატერიალური აქტივების დათვალიერება.

3. ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება მოიცავს:

ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების და მიმოწერის, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;

გ) ადგილზე ახსნა-განმარტების მიღებას;

დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობების ადგილზე დაშვებას.

4. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია ადგილზე შემოწმების დროს ითანამშრომლოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირებთან, მათ შორის:

ა) შემოწმების ადგილზე დაუშვას ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირები;

ბ) არ შეუშალოს ხელი ეროვნული ბანკის უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში;

გ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირებს მიამაგროს წარმომადგენელი ან/და თანამშრომელი, რომელიც, საჭიროებისამებრ მისცემს ახსნა-განმარტებას, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს დახმარებას გაუწევს ადგილზე შემოწმების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით დაბლოკვაში,  კომპიუტერების ქსელიდან დროებით გამორთვაში;

დ) არ განახორციელოს იმ ნივთებთან (კომპიუტერული მოწყობილობები, მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა) შეხება, რომელთან დაკავშირებითაც მიიღებს მითითებას ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელისგა