1. მოკვლევის ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია ინდივიდუალური განმარტებების მიღება. ამ შემთხვევაში დგება ახსნა-განმარტების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ახსნა-განმარტების მიმღები მოკვლევის ჯგუფის წევრი და ახსნა-განმარტების გამცემი პირი.

2. თუ ახსნა-განმარტების გამცემი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მოკვლევის ჯგუფის წევრი ხელს აწერს ოქმს და მიუთითებს ახსნა-განმარტების გამცემი პირის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზებზე.

3. მხარის თანხმობით, ახსნა-განმარტება შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ჩანაწერი უნდა დაერთოს ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობით ოქმში არ აისახებ