1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ეკონომიკური აგენტის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);
ბ) ეკონომიკური აგენტის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელი პირი და ელექტრონული ფოსტა);
გ) ინფორმაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათ შორის:
გ.ა) შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ.ბ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე პირთა როლების დეტალური აღწერა;
გ.გ) ის პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზარი, სადაც ადგილი აქვს შეთანხმებას (არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი);
გ.დ) შეთანხმების ხანგრძლივობა;
გ.ე) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
გ.ვ) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;
დ) განაცხადის წარდგენის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი) და ხელმოწერა.
2. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მისი წარმდგენი ფიზიკური პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ეროვნულ ბანკში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული ეკონომიკური აგენტის სახელით.
4. ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის მიერ ეროვნულ ბანკში განაცხადის ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორი