1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ კონკურენციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების ან ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და სხვა სანქციის/საზედამხედველო ზომის გამოყენების თაობაზე. თუ ადგილი არ ექნება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას, ამ შემთხვევაში საქმისწარმოება წყდება. კონკურენციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, მისი მიღების შემდგომ, ეგზავნებათ მხარეებს კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი