1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
3. ეროვნული ბანკი მომჩივანს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. თუ კომერციული ბანკის მიმართ დაწყებულია რეზოლუციის რეჟიმი, საჭიროების შემთხვევაში ან ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქმის მოკვლევა შეაჩეროს რეზოლუციის რეჟიმის დასრულებამდ