1. სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
2. საქმის მოკვლევა იწყება კანონის მე-6, მე-7, მე-10 და 113 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
3. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა იწყება საჩივრის დასაშვებად ცნობასთან ერთად.
4. სააგენტო საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული განცხადების, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის მონიტორინგის დროს გამოკვეთილი გარემოებების ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის არსებობის პირობებში, რომელიც წარმოშობს გონივრულ ეჭვს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე.
5. სააგენტო მის მიერ საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყებასთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოპასუხე სუბიექტს/სუბიექტებს და ატყობინებს მას/მათ მოკვლევის დაწყების თაობაზე.
6. თუ საქმის მოკვლევა იწყება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, მოკვლევის დაწყების თაობაზე აცნობოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანო