1. მხარეებს უფლება აქვთ:
ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი საქმის მოკვლევის პროცესში;
ბ) სააგენტოს წარუდგინონ პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
დ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;
ე) განაცხადონ აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
2. მომჩივანს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას საჩივარზე, რაც საქმის მოკვლევის შეწყვეტის საფუძველია. სააგენტო უფლებამოსილია საქმის მოკვლევა გააგრძელოს, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.
3. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული უფლებებისა, მოპასუხეს უფლება აქვს:
ა) აიღოს პირობითი ვალდებულები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე (შემდგომში – პირობითი ვალდებულებები);
ბ) სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთებული მოთხოვნა მასზე დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს ერთი წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.
4. საქმის პროცესის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობლობის მხარისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცილების უფლებისა.
5. მხარე/დაინტერესებული მხარე ვალდებულია:
ა) სააგენტოს მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში;
ბ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს ახსნა-განმარტებაზე;
გ) ხელი არ შეუშალოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს/პირებს ადგილზე შემოწმების პროცედურის განხორციელების პროცესშ