1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ სპეციალურად დანიშნულ მოხელეებს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ნებართვით და მის მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საბაჟო დარღვევის მოკვლევის მიზნით შეუძლიათ:
a) მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს ოფისებში შეამოწმონ დოკუმენტები, ასევე საბაჟო დარღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია და მოითხოვონ მათი ასლების გადაღება;
b) დაესწრონ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ იმ მოკვლევის ჩატარების პროცესს, რომელიც შედის მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს ინტერესებშ