1. მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო, განახორცილებს ზედამხედველობას და უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ ტვირთს, რომელიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო დარღვევების დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო დარღვევების ჩადენის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა ან არსებობს ეჭვი რომ გამოყენებული იქნა საბაჟო დარღვევბის ჩადენის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებში მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდა