1. მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური მოთხოვნის წარმდგენ საბაჟო სამსახურს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

a) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა ექსპორტირებული მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან;

b) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებული საქონელი კანონიერად არის თუ არა იმპორტირებული მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; ასევე იმ ნებისმიერი საბაჟო პროცედურების შესახებ, რომელიც ვრცელდება საქონელზ