a) საბაჟო სამსახური ნიშნავს;

საქართველოს მთავრობისათვის: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს;

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობისათვის: ირანის საბაჟო ადმინისტრაციას;

b) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

საქართველოს მთავრობისთვის: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობისათვის: ირანის საბაჟო ადმინისტრაციას;

c) „საბაჟო მოთხოვნა ნიშნავს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ნებისმიერ გადასახდელებს, ასევე დამატებით გადასახადებსა და მოსაკრებლებს, ვადაგადაცილებულ გადასახადებსა და პროცენტებს, ხარჯებს და აღნიშნულ გადასახდელებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა თანხებს, რომელთა გადახდევინება ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ;

d) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ნორმებს, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახური იყენებს საქონლის იმპორტთან, ექსპორტთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას;

e) „საბაჟო დარღვევა“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას ან დარღვევის მცდელობას;

f) „ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ მონაცემებს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე დოკუმენტებს, ანგარიშებს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის მათ ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ან ნამდვილ ასლებს;

g) „მოხელე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო მოხელეს ან ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დანიშნულ სხვა საჯარო მოსამსახურეს;

h) „პირი“ ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად ითვალისწინებს;

i) „პირადი მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან უნდა დადგინდეს;

j) „მოთხოვნის წარმდგენი საბაჟო სამსახური“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელმაც წარადგინა დახმარების მოთხოვნა;

k) „მოთხოვნის მიმღები საბაჟო სამსახური“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის საბაჟო სამსახურს, რომელსაც მიმართეს დახმარების მოთხოვნით;

l) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის საბაჟო სამსახურიც წარადგენს დახმარების მოთხოვნას;

m) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის საბაჟო სამსახურსაც წარედგინა დახმარების მოთხოვნა;

n) „საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციათა სისტემა“ ნიშნავს ყველა იმ პროცესს, რომლებიც დაკავშირებული საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

თავი II

შეთანხმების მოქმედების ფარგლე