2. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებას ერთმანეთს აღმოუჩენენ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმებისა და მათი კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციისა და არსებული რესურსების ფარგლებში.

3. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ორმხრივი ადმინისტრაციული დახმარების საკითხებს და გავლენას არ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ. თუ ურთიერთდახმარება ხორციელდება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ორგანოების მიერ, მოთხოვნის მიმღებმა საბაჟო სამსახურმა, ან საქართველოს შემთხვევაში აგრეთვე მისმა სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიუთითონ ამ ორგანოებისა და შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.

4. საქართველოს შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი ან დებულება არ შედის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციაში, მან უნდა დაიწყოს თანამშრომლობა სხვა ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებთან: ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია ან საკითხი უნდა გადასცეს რომელიმე მათგანს.

5. ეს შეთანხმება არ ანიჭებს რომელიმე პირს დახმარების მოთხოვნის შესრულებისათვის ხელის შეშლის უფლებას.

თავი III

დახმარების გაწევის ფარგლე