1. საწარმოს მხრიდან მომხმარებელზე კომპენსაცია გაიცემა (ანაზღაურდება) მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. გაუწეველი მომსახურების შემთხვევაში გადასახდელი კომპენსაცია განსაზღვრულია ამ წესების №2 დანართით.
2. გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, ამ წესების მიხედვით გადაუხადოს მომხმარებელს გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაცია. კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, კრედიტის სახით, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის, ხოლო წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასურის შემთხვევაში, კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს განაცხადში მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
3. კომპენსაცია უნდა აისახოს მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე/საბანკო ანგარიშზე:
ა) მომსახურების გარანტირებული სტანდარტის დარღვევიდან 15 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) თუ პირი დარღვევის მომენტისათვის არ არის აბონენტად რეგისტრირებული, კომპენსაცია უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, მომარაგების დაწყებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში;
გ) თუ კომისიაში წარდგენილია მოთხოვნა ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/გამანაწილებელ ქსელთან/წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
4. გარანტირებული სტანდარტი თუ ითვალისწინებს მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდას, ამ მომსახურებაზე კომისიის მიერ დადგენილი ვადის ყოველ გადაცდენაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს ამ წესებით განსაზღვრული კომპენსაცია. კომპენსაციის დარიცხვისთანავე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების გაქვითვა, შესაბამისად, მომხმარებელს არ უნდა მოუწიოს დარიცხული კომპენსაციის ნაწილში ამ მომსახურებაზე თანხის გადახდა.
5. ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადის ყოველი შემდგომი გადაცილების გამო კომპენსაციის რაოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ამ წესების №2 დანართით. საწარმოს მიერ გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის კომპენსაციის გადახდა არ ათავისუფლებს მას ამ მომსახურების გაწევის ვალდებულებისაგან.
6. თუ საწარმო არ ეთანხმება გარანტირებული სტანდარტის შეუსრულებლობისათვის კომპენსაციის დარიცხვას, ის უფლებამოსილია კონკრეტული კომპენსაციის დარიცხვასთან დაკავშირებით, წერილობით მიმართოს კომისიას ელექტრონული ჟურნალით კომპენსაციის დარიცხვის გადავადების ან გაუქმების მოთხოვნით. საწარმოს მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც აშკარად სადავოდ ხდის ამ წესებით გათვალისწინებული კომპენსაციის დარიცხვის საკითხს და დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. ელექტრონული ჟურნალით ავტომატურ დარიცხვასთან დაკავშირებით კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) კომისიაში წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მომხმარებლის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელისშემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; ამასთან, ელექტრონული ჟურნალით კომპენსაციის დარიცხვის გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში – გადავადების ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდზე მითითებით);
ბ) მოთხოვნა ასევე უნდა გაეგზავნოს მომხმარებელს წერილობით/ელექტრონულად (კომისიისთვის მიმართვასთან ერთად). მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს ინფორმაცია მოთხოვნის ძირითადი არსის შესახებ, ხოლო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია;
გ) მოთხოვნა კომისიას უნდა წარედგინოს ელექტრონული ჟურნალით კომპენსაციის მომხმარებლისთვის დარიცხვის თარიღამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრ