1. ამ წესის შესაბამისად, კომისია საწარმოს უდგენს მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლებს მისი მომსახურების არეალის თითოეულ რეგიონში ტერიტორიული უბნების მიხედვით:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში – მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელზე (SAIDI) და მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებელზე (SAIFI);
ბ) ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში – მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებელზე (SAIFI).
2. სამიზნე მაჩვენებლების დადგენის მიზნით საწარმო ვალდებულია სატარიფო განაცხადთან ერთად ტარიფის გაანგარიშების წელს კომისიას წარუდგინოს სატარიფო რეგულირების პერიოდის სატარიფო წლ(ებ)ისთვის მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლების გაანგარიშება მომსახურების არეალის თითოეულ რეგიონში ტერიტორიული უბნების მიხედვით.
3. მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლების დადგენისას გაითვალისწინება:
ა) მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების ისტორიული მონაცემები;
ბ) ქსელის დიზაინი და თავისებურება;
გ) მომსახურების გეოგრაფიული არეალის მახასიათებლები;
დ) საწარმოს მიერ დაგეგმილი ინვესტიციები;
ე) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკ