1. საწარმომ კონკრეტული მომსახურების გაწევის დადასტურების მიზნით ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი.

2. ამ წესების 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, საწარმომ ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს:

ა) იმ მედიასაშუალების დასახელება, რომლითაც მოხდა მოსახლეობის ინფორმირება – მხოლოდ წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) გარე მიზეზის არსებობისას, მისი დასაბუთება და არსებობის შემთხვევაში – ფოტომასალა.

3. 21-ე მუხლის მე-4-მე-6 და მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საწარმომ ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს:

ა) მომხმარებლის მიმართვა;

ბ) საწარმოს დასაბუთებული პასუხი/ტექსტური შეტყობინება ან რეაგირების დამადასტურებელი საბუთი;

გ) კომპენსაციის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. 21-ე მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საწარმომ ელექტრონულ ჟურნალში უნდა ატვირთოს:

ა) ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული განაცხადი;

ბ) მომარაგების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კომპენსაციის შემთხვევაში, კომპენსაციის დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტ