1. მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტის კრიტერიუმებია:

ა) მომხმარებელთა ინფორმირება მომარაგების წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე (საერთო სტანდარტი):

ა.ა) გეგმური წყვეტის შემთხვევაში – საწარმო ვალდებულია შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს, რომელთაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული აქვთ საწარმოსათვის, მათ მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით) აცნობოს შესაბამის არეალში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ. მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით (24 საათით) ადრე. საწარმო ვალდებულია შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა (მომხმარებელი მიიჩნევა ინფორმირებულად, თუ წყვეტა აღმოიფხვრა შეტყობინებაში მითითებულ დროში, არაუმეტეს 2-საათიანი ცდომილებით. ამასთან, თუ მომარაგების წყვეტა დაიწყო შეტყობინებაში მითითებულ დროზე ადრე, მომხმარებელი ინფორმირებულად არ ჩაითვლება). იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში საწარმომ ასევე უნდა გაავრცელოს ინფორმაცია მედიასაშუალებით. თუ გარე მიზეზის გამო შეუძლებელია ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის გავრცელების ვადის დაცვა, საწარმო ვალდებულია მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე;

ა.ბ) არაგეგმური წყვეტის შემთხვევაში – საწარმო ვალდებულია შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს, რომელთაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული აქვთ საწარმოსათვის, მათ მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით) დაუყოვნებლივ, მაგრამ წყვეტის დასაწყისიდან არაუგვიანეს 3 საათისა, აცნობოს გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. მომხმარებელი მიიჩნევა ინფორმირებულად, თუ წყვეტა აღმოიფხვრა შეტყობინებაში მითითებულ დროში, არაუმეტეს 2-საათიანი ცდომილებით. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, საწარმომ ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე;

ბ) შიდა არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლის მომარაგების აღდგენა (საერთო სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია აღმოფხვრას შიდა არაგეგმური წყვეტა არაუმეტეს 12 საათის ვადაში;

გ) ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე (საერთო სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია ქოლცენტრში შემომავალ ზარებს უპასუხოს მათი დაფიქსირებიდან 80 წამის განმავლობაში. ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე (საერთო სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია, ქოლცენტრში შემომავალ ზარებს უპასუხოს მათი დაფიქსირებიდან 80 წამის განმავლობაში;

დ) დავალიანების გადაუხდელობისთვის ან/და მომხმარებლის მოთხოვნით გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში;

ე) მომხმარებელთა მიმართვებზე დასაბუთებული პასუხის ან ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია მომხმარებლის წერილობით/ელექტრონულ მიმართვაზე გასცეს დასაბუთებული პასუხი, გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება ან/და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობების და წესების, ასევე ამ წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში (ამასთან, ეს სტანდარტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მიმწოდებელი და მომხმარებელი არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, აღნიშნული ურთიერთობა რეგულირდება განსხვავებული პირობებითა და პროცედურებით);

ვ) მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის ხელსაწყოს ადგილზე შემოწმება (მათ შორის, მრიცხველის შეცვლის, დალუქვის ან მრიცხველის დაზიანების ან/და გაუმართაობის შესახებ მომხმარებლის განაცხადის მიღების შემთხვევაში) კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში;

ზ) აბონენტად დარეგისტრირება (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია, დაარეგისტრიროს პირი აბონენტად და უზრუნველყოს მისი მომარაგება კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში. ეს სტანდარტი ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მომარაგებაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მარაგდება;

თ) ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთება/სიმძლავრის გაზრდა (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის სისტემაზე მიერთება/სიმძლავრის გაზრდა და მომარაგების დაწყება კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში;

ი) მომხმარებელთა მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში.

კ) ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში (სტანდარტი მოქმედებს ისეთი მიერთების მოთხოვნაზე, რომელზეც არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების საფასური);

ლ) აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება, მოწყობა და ქსელზე შეჭრა (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია მოაწესრიგოს/მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და დაიწყოს მომარაგება კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაში. ეს სტანდარტი არ მოქმედებს ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების მომსახურებაზე, რომელზეც დადგენილია სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებაზე საფასური, ასევე, წყალმომარაგების სექტორში, გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლის ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე;

მ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება (გარანტირებული სტანდარტი) – საწარმო ვალდებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიაერთოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური ან/და მიკროსიმძლავრის მომხმარებელი და დაიწყოს მომარაგება კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების პირობებისა და წესების შესაბამისად, დადგენილ ვადაშ