1. ელექტროენერგეტიკის სექტორში გეგმური წყვეტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) მარტივი სამუშაოებისათვის – 6 საათს;
ბ) რთული სამუშაოებისათვის – 12 საათს.
2. ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში გეგმური წყვეტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) მარტივი სამუშაოებისათვის 6 საათს.
ბ) რთული სამუშაოებისათვის:
ბ.ა) 12 საათს, არაუმეტეს 200 მომხმარებლის გამორთვის შემთხვევაში;
ბ.ბ) 24 საათს, 200-დან 500-მდე მომხმარებლის გამორთვის შემთხვევაში;
ბ.გ) 48 საათს, 500-ზე მეტი მომხმარებლის გამორთვის შემთხვევაში.
3. თუ გეგმური წყვეტის ფაქტობრივი ხანგრძლივობა აღემატება ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით შესაბამისი წყვეტისთვის გათვალისწინებულ დროს, ასეთ შემთხვევაში გადამეტებული დრო ჩაითვლება არაგეგმური წყვეტის დრო