1. საწარმოს მომსახურების არეალში არსებული რეგიონები, წყვეტების აღრიცხვისა და მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების მონიტორინგის მიზნებისათვის იყოფა შემდეგ ტერიტორიულ უბნებად:

ა) ქალაქი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის პრინციპის გათვალისწინებით;

ბ) სხვა დასახლება – ქალაქის გარდა ყველა დასახლება.

2. ქსელის თავისებურებებიდან გამომდინარე, ტერიტორიული უბნების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპით დაყოფა, შესაძლებელია განხორციელდეს მომსახურების ცენტრების დასახელებების და მათი მომსახურების ზონების გათვალისწინები