1. წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებელი განსაზღვრავს საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ხანგრძლივი წყვეტების, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის წყვეტების საშუალო სიხშირეს საწარმოს ერთ მომხმარებელზე კონკრეტულ რეგიონში.
2. წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებელი საწარმომ უნდა აღრიცხოს არაგეგმური და გეგმური წყვეტებისათვის.
3. წყვეტების საშუალო სიხშირე საწარმოს ერთ მომხმარებელზე კონკრეტულ რეგიონში განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
4. კონკრეტული წყვეტის დროს, მომარაგების ეტაპობრივი აღდგენისას, თუ რომელიმე ეტაპზე გამორთული მომხმარებლების მომარაგების აღდგენისათვის საჭიროა წინა ეტაპზე ჩართული მომხმარებლების განმეორებით გამორთვა და ამ გამორთვის ხანგრძლივობა აღემატება 5 წუთს, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული წყვეტა ჩაითვლება ცალკე ხანგრძლივ წყვეტა