1. საწარმოს მიერ მომარაგების საიმედოობის სტანდარტის შესრულება ფასდება:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში – მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლით (SAIDI); მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI);
ბ) ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში – მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის მაჩვენებლით.
2. საიმედოობის სტანდარტის მიზნებისათვის წყვეტის ხანგრძლივობა გამოითვლება წყვეტის დასაწყისიდან მის დასასრულამდე.
3. მომარაგების საიმედოობის ახალი საერთო სტანდარტის დადგენისას, მისი სამიზნე მაჩვენებლების შესაბამის ტარიფში ასახვა დასაშვებია ცვლილების მიღებიდან სულ მცირე ორი კალენდარული წლის გასვლის შემდე