1. მომსახურების ხარისხის წესების (შემდგომში – წესები) მიზანს წარმოადგენს რეგულირებული საწარმოების მიერ მომსახურების გაწევის წესებისა და პირობების დადგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს წესები ადგენს ერთიან მოთხოვნებს შემდეგ საკითხებზე:

ა) მომსახურების ხარისხის სტანდარტები;

ბ) მოთხოვნები და კრიტერიუმები მომსახურების ხარისხის მიმართ;

გ) მომსახურების ხარისხის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები;

დ) ამ წესებით დადგენილი სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპენსირებისა და წახალისება-სანქცირების ფინანსური მექანიზმები;

ე) საწარმოს მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი;

ვ) საწარმოს მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ ინფორმაციის წარდგენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

3. ამ წესების მოქმედება ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომლებიც ეწევიან ელექტროენერგიის განაწილების, ელექტროენერგიის მიწოდების, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზის განაწილების ან ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, ასევე იმ მომხმარებლებზე, რომლებიც მოცემული საწარმოებისგან იღებენ (ან ითხოვენ) ამ წესებით რეგულირებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურება