1. მომსახურების ხარისხის სტანდარტები იყოფა მომარაგების საიმედოობისა და მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტებად. მომსახურების ხარისხის სტანდარტი, მის შესრულებაზე დაწესებული ფინანსური ზემოქმედების ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს საერთო ან გარანტირებული.
2. მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტის შესრულება არ არის დამოკიდებული ერთი კონკრეტული მომხმარებლის მიმართ გაწეულ მომსახურებაზე. მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტის სამიზნე მაჩვენებლები დადგენილია კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს მიერ მომხმარებელთა განუსაზღვრელი რაოდენობისთვის, შემდეგ მომსახურებებზე:
ა) წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირება;
ბ) შიდა არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენა;
გ) ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე;
დ) ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება;
ე) ბუნებრივი გაზით/სასმელი წყლით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის შემცირება.
3. მომსახურების კომერციული ხარისხის გარანტირებული სტანდარტის შესრულება გულისხმობს ამ წესების მოთხოვნათა სრული დაცვით, საწარმოს მიერ ინდივიდუალური მომხმარებლისათვის შემდეგი სახის მომსახურების გაწევას:
ა) დავალიანების გადაუხდელობისთვის ან/და მომხმარებლის მოთხოვნით გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა;
ბ) მომხმარებლის წერილობით/ელექტრონულ მიმართვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა/ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება;
გ) მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება;
დ) აბონენტად დარეგისტრირება (გარდა ელექტროენერგეტიკისა) და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების უზრუნველყოფა;
ე) ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთება/სიმძლავრის გაზრდა;
ვ) მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება;
ზ) ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა;
თ) აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება, მოწყობა და ქსელზე შეჭრა;
ი) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებ