1. წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი განსაზღვრავს საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ხანგრძლივი წყვეტების, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის წყვეტების საშუალო ხანგრძლივობას საწარმოს ერთ მომხმარებელზე კონკრეტულ რეგიონში.

2. წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი საწარმომ უნდა აღრიცხოს არაგეგმური და გეგმური წყვეტებისათვის.

3. წყვეტების საშუალო ხანგრძლივობა საწარმოს ერთ მომხმარებელზე კონკრეტულ რეგიონში განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

4. კონკრეტული წყვეტის დროს მომარაგების ეტაპობრივი აღდგენის შემთხვევაში, SAIDI-ის გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე. შესაბამისად, მომარაგების აღდგენის ყოველ ეტაპზე უნდა მიეთითოს წყვეტის ხანგრძლივობა და ჩართულ მომხმარებელთა რაოდენობა. წყვეტის ხანგრძლივობა მომარაგების აღდგენის ყოველ ეტაპზე გამოითვლება როგორც სხვაობა წყვეტის დასაწყისსა და მომარაგების აღდგენის დროს შორი